პროექტებით სწავლება-intel
понедельник, 23 декабря 2013 г.
понедельник, 25 ноября 2013 г.
ტრენინგის მე–9 დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,ძალიან გული მწყდება.საინტერისო იყო ყველა მასწავლებლის წარმოდგენილი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია...ჩემმა პროექტმა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" დასრულებული სახე მიიღო...ძალიან ბევრი ახალი რამ მასწავლა ინტელის პროგრამის ტრენინგმა და ჩვენმა არაჩვეულებრივმა,ნიჭირმა და უსაყვარლესმა ტრენერმა ნათია მაისურაძემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა...
пятница, 22 ноября 2013 г.
воскресенье, 17 ноября 2013 г.
ტრენინგის მე–8 დღე
გავეცანით მე–7 მოდულს,ფასილიტაციას,თუ როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან მხარდაჭერა და ფასილიტაცია...გავაკეთეთ საპრეზენტაციო ფასილიტაცია...შევავსეთ პროექტის საპრეზენტაციო სლაიდები .... დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა...და სხვა უამრავი რამ..
суббота, 16 ноября 2013 г.
ტრენინგის მე–7 დღე
გავეცანით მე–6 მოდულს. მოსწავლეთა საჭიროებებს...გავაკეთეთ მოსწავლეთა თვითშეფასება...განვიხილეთ გარდნერის მრავალალმხრივი ინტელექტის თეორია,რომელიც დაგვეხმარება გამოვავლინოთ მოსწავლეთა სხვადასხვა უნარები... ასევე შევეხეთ სკაფოლდინგს, რომლის გამოყენებაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლეები სტანდარტით განსაზღვრულ შედეგზე გავიყვანოთ.
воскресенье, 3 ноября 2013 г.
ტრენინგის მე–6 დღე
დღეს იმდენი რამე გავაკეთეთ, რომ შეიძლება ჩამოთვლის დროს, რაიმე გამომრჩეს. ჩვენს ბლოგებს შევუცვალეთ დიზაინი, იუთუბიდან ბლოგებზე ავტვირთეთ საინტერესო ვიდეო და სურვილისამებრ დავასათაურეთ: ,,მომავლის გაკვეთილები." ვორდში დავწერეთ და წავშალეთ კომენტარები. გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების სავარაუდო სქემა...ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ამ ტრენინგში ვმონაწილეობ...
Подписаться на:
Сообщения (Atom)